ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ “მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა” რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად დაურეკა და მიულოცა.
კადიროვის თქმით, საჩუქრად პუტინისგან გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიიღო.
_ მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კარგი ამბავი. რუსეთის პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა. განკარგულება გამოიცა 709 ნომრით. ამის შესახებ ვლადიმერ ვლადიმროვიჩმა პირადად შემატყობინა და მომილოცა. უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის, ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის! ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე ვაძლევ სიტყვას, რომ გავამართლებ წინასწარ მიღებულ ნდობას, – ამბობს კადიროვი.
ამავე მიმართვაში კადიროვმა თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მასწავლებლისა და ახალგაზრდობის დღეები აღინიშნება, იმის გამო, რომ მათი ფიქრი “არის მებრძოლებთან, რომლებიც იცავენ სამშობლოსა და ხალხთა ინტერესებს უკრაინაში ნაციონალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში” გასართობი ღონისძიებები არ გაიმართება.