მიხეილ სააკაშვილი, საქალაქო სასამართლოში სხოდმაზე არ მიიყვანეს.
პენიტენციურმა დაწესებულებამ სასამართლოში საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
წერილს ხელს აწერს კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა დისტანციურად მესამე პრეზიდენტს ჩვენების მიცემის შესაძლებლობა.
მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების შუამდგომლობას განიხილავს მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას, ან გადავადების შესახებ.