საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, 14 დეკემბრამდე გადაიდო.
მიხეილ სააკაშვილს სხდომას ვერ დაესწრო, კლინიკა “ვივა მედმა” მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.
ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვეს. პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს.
ავტორი