ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში სამტრედიელი ნაციონალები მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერენ.
სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ბიბილეიშვილის განმარტებით, მათ ელექტრონულად უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი და დარწმუნებულები არიან, უახლოეს დღეებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს იხილავენ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად სულ ოთხი კანდიდატურა იბრძვის.
,,დღეს დავასრულებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში უძრაობას და დავუბრუნებთ მოძრაობას. დღეს დავასრულებთ მიშას დაფუძნებულ პარტიაში, მიშას მაგინებლის ბოგინს. დღეს გამოვტაცებთ ივანიშვილს ენმ-ს. ეს მოხდება ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერით.”- წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ბიბილეიშვილი.
ავტორი