იურისტი ლევან ალაფიშვილი პარლამენტის მიერ “ხალხის ძალის” ინიცირებული კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება.
“რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.
პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.
რა უნდა მოხდეს:
ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი”;
რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.
აი ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.
სხვა შემთხვევაში ა!რჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ
#ამხილე #საქართველოევროპაა #ივნისისთაობა
კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე._ წერს ლევან ალაფიშვილი.