უნგრეთი აცხადებს, რომ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას უკრაინის განათლების კანონის გამო,_ ამის შესახებ უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა, საერთაშორისო კომუნიკაციებზე პასუხისმგებელმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისართან, ბრენდ ხერისთან შეხვედრისას, მან თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის 1300 სკოლა და საბავშვო ბაღი იღებს უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებსა და მოსწავლეებს, უკრაინაში 99 უნგრული დაწყებითი და საშუალო სკოლა დახურვის საფრთხის წინაშეა. უკრაინის განათლების კანონი“.
კანონი განათლების შესახებ უმაღლესმა რადამ 2017 წელს მიიღო, სადაც წერია, რომ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ენა არის სახელმწიფო ენა, თუმცა რამდენიმე საგანი შეიძლება ისწავლებოდეს ორ ან მეტ ენაზე.
უნგრეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გააკრიტიკა ახალი კანონი. ექვსი წლის წინ ბუდაპეშტმა დაიწყო მუქარა, რომ ამის გამო დაბლოკავს უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.