მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი – ანტარქტიდაზე მდებარე მყინვარ ტუეიტსის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, შელფური მყინვარი, რომელიც ძირითადი ფარის ფუნქციას ასრულებს, რამდენიმე წელიწადში ჩამოინგრევა. სპეციალისტების პროგნოზით აღნიშნული კიდევ უფრო დააჩქარებს ცნობილი „აპოკალიფსის მყინვარის“ დნობას.
ტუეიტსი დიდი ბრიტანეთის ზომისაა და ის ყოველწლიურად 50 მილიარდ ტონამდე ყინულს კარგავს. მას „აპოკალიფსის მყინვარს“ იმიტომ უწოდებენ, რომ სრულად დნობისა და ნგრევის შემთხვევაში, მსოფლიო ზღვის დონე დაახლოებით ორი მეტრით აიწევს. აღნიშნულის შედეგად დაიწყებს დნობას ანტარქტიდის სხვა მყინვარებიც.
წარსულში მეცნიერები ზემოთ აღნიშნულ კატასტროფას დაახლოებით 200 წლის შემდეგ ვარაუდობდნენ, თუმცა ოკეანის დონის ყოველწლიური 4%–იანი მატება ახალი პროგნოზების გაკეთებას ითხოვს. ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, დაიტბორება სანაპირო ზოლებზე მდებარე ქალაქები, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნული სრულ კოლაფსს გამოიწვევს ინფრასტრუქტურის კუთხით და ხელს შეუწყობს დამანგრეველი შტორმების წარმოშობას.
ავტორი