ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან 730 000 ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებიც დასრულებულია და ცნობილია გადაწყვეტილებებიც, თუ რომელ სოფელში რას მოხმარდება განსაზღვრული თანხები.
როგორც ირკვევა, წელსაც სოფლების უმეტესობისთვის გამოწვევად რჩება შიდა სასოფლო გზების და წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც “გურია ნიუსის” კითხვის პასუხად, თუ რომელ სოფელში რა უნდა გაკეთდეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მოგვაწოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ზურაბ კოტრიკაძემ:
საყვავისტყეში პროექტის საორიენტაციო ზღვრული ღირებულება 16 000 ლარია. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უნდა მოხდეს წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გზისპირა მოსაცდელის აგება, სასოფლო გზის რეაბილიტაცია;
დაბლაციხისთვის 12 000 ლარია განსაზღვრული. მოსახლეობა დაბლაციხეში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას და გზისპირა მოსაცდელის რეაბილიტაციას ითხოვს;
ბუკისციხეში, პროგრამის ფარგლებში, 12 000 ლარი დაიხარჯება, რაც უნდა მოხმარდეს წყლის სისტემის რეაბილიტაციას, გარე განათების ქსელის გაფართოებას, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას;
იანეულისთვის, ასევე, 12 000 ლარია განსაზღვრული. მიღებული გადაწყვეტილებებით კი, აღნიშნული თანხა მოხმარდება შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემის რეაბილიტაციას;
გუთურში პროექტის საორიენტაციო ზღვრული ღირებულება 20 000 ლარია. მიღებული გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს გარე განათების ქსელის გაფართოება, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
გორაბერეჟოულისთვის 16 000 ლარია განსაზღვრული. უნდა გახორციელდეს გარე განათების ქსელის გაფართოება, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
16 000 ლარი დაიხარჯება ზემო ფარცხმაშიც. გასახორციელებელი პროექტებია: შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
რაც შეეხება შუა ფარცხმას, აქ 16 000 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილია წყლის სისტემის რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
გოგოლესუბნისთვის გამოყოფილი 20 000 ლარი განკუთვნილია გარე განათების ქსელის გაფართოებისთვის, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის, სკოლამდელი დაწესებულების ეზოს შეღებვისთვის;
შუა ამაღლებაში 16 000 ლარის დახარჯვაა განსაზღვრული, რაც, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხმარდება გარე განათების ქსელის გაფართოებას, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას;
ამაღლებაშიც, ასევე, 16 000 ლარი დაიხარჯება და გადაწყვეტილია სამანქანე ხიდის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სამებაში 16 000 ლარით განსაზღვრულია შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, სკვერის რეაბილიტაცია;
ვანში 12 000 ლარით იგეგმება სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების ქსელის გაფართოება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ზომლეთში 12 000 ლარით გადაწყვეტილია გარე განათების ქსელის გაფართოება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
ბუკნარისთვის განსაზღვრული თანხა 16 000 ლარს შეადგენს, რაც უნდა მოხმარდეს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას, გარე განათების ქსელის გაფართოებას;
ქვენობანისთვისაც 16 000 ლარია განსაზღვრული და გადაწყვეტილია სასაფლაოს შემოღობვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება;
ბასილეთში 12 000 ლარით იგეგმება გარე განათების ქსელის გაფართოება, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
ახალშენშიც 12000 ლარი დაიხარჯება ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის, მაგიდის ჩოგბურთის შეძენის, გარე განათების ქსელის გაფართოებისთვის;
ხიდისთავში, ასევე, 12 000 ლარია გამოყოფილი და გადაწყვეტილია გარე განათების ქსელის გაფართოება, სანიაღვრე არხების მოწყობა, ფეხბურთის მოედნის ღობის შეკეთება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ჭაჭიეთში 10 000 ლარით განსაზღვრულია გარე განათების ქსელის გაფართოება, ამბულატორიის შენობის კეთილმოწყობა;
მეწიეთში, ასევე, 10 000 ლარის დახარჯვა გადაწყვეტილია შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის;
წიფნაგვარაშიც 10 000 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილია ამბულატორიის შენობის აგება. გარე განათების ქსელის გაფართოება;
ზენობანში 10 000 ლარი მოხმარდება წყლის სისტემის რეაბილიტაციას;
ბჟოლიეთში გამოყოფილია 12 000 ლარი. გადაწყვეტილია შიდა სასოფლო გზებისა და საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია;
ხევში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 10 000 ლარი დაიხარჯება. ამ თანხით გადაწყვეტილია შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ბუქსიეთისთვის 10 000 ლარი გამოიყო, რაც მოხმარდება შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა და გარე განათების ქსელის გაფართოებას;
თავპანტაში 10 000 ლარით გადაწყვეტილია ორი სასაფლაოს შეღობვა, გარე განათების ქსელის გაფართოება;
ნაბეღლავში, სოფლისთვის გამოყოფილი 12 000 ლარით გადაწყვეტილია გარე განათების ქსელის გაფართოება;
ქვაბღასა და ჩხაკაურაში 12 000 ლარი მოხმარდება გარე განათების ქსელის გაფართოებას;
წიფნარისა და ბურნათისთვისაც 12 000-12 000 ლარია გამოყოფილი, რაც შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება;
კოხნარში 16 000 ლარი მიიმართება შიდა სასოფლო გზებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის;
ნაკადულში 10000 ლარი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება;
ქვემოხეთში 12 000 ლარია გამოყოფილი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის, გარე განათების ქსელის გაფართოებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის;
კალაგონში 10 000 ლარის დახარჯვაა განსაზღვრული, რაც წყლის სისტემის რეაბილიტაციასა, გარე განათების ქსელის გაფართოებას მოხმარდება;
მამულარში 10 000 ლარით გადაწყვეტილია სასაფლაოს შეღობვა (მასალების შესყიდვა 200მ), შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ჩომეთშიც 10 000 ლარია გამოყოფილი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისა და გარე განათების ქსელის გაფართოებისთვის;
განთიადში 10 000 ლარი მოხმარდება სასაფლაოს შემოღობვის დასრულებას, წყლის სისტემისა (მასალების შესყიდვა ¾ მოცულობის მილი 2 კმ და 3 ტ ავზი) და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას;
გოგოურისა და თხილაგანისთვის გამოყოფილი 10 000-10 000 ლარი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება;
გურისტყეში 10 000 ლარით სველი წერტილის მოწყობა, ხიდის ზედაპირის რეაბილიტაცია და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაგეგმილი;
გამოღმა დობიროშიც 10 000 ლარი დაიხარჯება და ის მოხმარდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
გაღმა დობიროში კი, 10 000 ლარით სკვერის რეაბილიტაცია, ასევე, შიდა და საუბნო გზების რეაბილიტაცია იგეგმება;
შუა სურებისთვის გამოყოფილი 12 000 ლარი, წყლის სისტემისა (მასალების შეძენა ½ მოცულობის მილი 2.5 კმ) და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება;
ჩაკიტაურში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოყოფილი 10 000 ლარით შიდა საუბნო გზები რეაბილიტირდება;
ჭალა-ქადაგაური 10 000 ლარით შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და გაბიონის მოწყობა გადაწყდა;
ზემო სურებში, შველაურ-ციციბაურში, წითელგორაში, ტობახჩასა და თავსურებში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 10 000-10 000 ლარი შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება;
ქვემო ერკეთისთვის გამოყოფილი 12 000 ლარით შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდაა დაგეგმილი;
ზემო ერკეთში 10 000 ლარი გარე განათების ქსელის გაფართოებას მოხმარდება.
შუბანშიც ამდენივეს დახარჯვაა განსაზღვრული, ოღონდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით ამ თანხით შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია იგეგმება.
ზემო ონჭიქედში 10 000 ლარით მილხიდის შეცვლა და გარე განათების ქსელის გაფართოებაა გადაწყვეტილი;
ქვემო ონჭიქედისთვისაც ასევე, 10 000 ლარის დახარჯვაა გამიზნული და ის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა და გარე განათების ქსელის გაფართოებისთვის მიიმართება;
ზოტისთვის გამოყოფილი 16 000 ლარით გარე განათების ქსელის გაფართოვდება.
ვაზიანში 12 000 ლარი დაიხარჯება შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციისთვის ტაძრის მიმართულებით;
ჯვარცხმისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი და განსაზღვრულია თანხის გაერთიანება ვაზიანთან და შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ტაძრის მიმართულებით;
ინტაბუეთისთვისაც გამოყოფილია 12 000 ლარი. იგეგმება თანხის გაერთიანება ვაზიანთან და შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ტაძრის მიმართულებით.
ავტორი