ოზურგეთელი მსახიობი თამარ მდინარაძე “შაშვი შაშვი მაყვალში“ გადაიღეს ქართველი მწერლის თამთა მელაშვილის წიგნის “შაშვი შაშვის მაყვალის“ ეკრანაიზაციაზე მუშაობა რეჟისორმა ელენე ნავერიანმა დაასრულდა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე შედგება. სურათი მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ სექციაში „Quinzaine des cinéastes”. ფილმში მონაწილეობას იღებს ოზურგეთის თეატრის მსახიობი თამარ მდინარაძე.
„ვასრულებ მთავარი გმირის ეთეროს ერთ-ერთი მეგობრის როლს. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება და ძალიან გახარებული ვარ, რომ ასე წარმატებულად იწყება ფილმის წარმატება.“ – გვითხრა თამარ მდინარაძემ.
ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობს. სოციალურ ქსელში თამარ მდინარაძე წერს, რომ fფილმს ევროპაში ერთ-ერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე გაიტანენ.
“მივდივართ. კანის ფესტივალზე. ელენე, გოგოებოოო“ – წერს თამარ მდინარაძე ფეისბუქზე.
ავტორი