გამოვლინდნენ საგზაო უსაფრთხოების თემაზე 5-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები.
ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით პირველი ადგილის და 4000 ევროს მფლობელი გახდა გრიგოლ ჟორდანია ფილმით “რომ გაჩერდები, მერე ნახე…”
მეორე ადგილზე გავიდა და 2000 ევრო გადაეცა დავით შეყრილაძის ანიმაციურ ფილმს სახელწოდებით “გზის ვაჟები”.
კინოჩვენება და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისში, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა.
მოკლე ფილმების კონკურსის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სოციალური შედეგების შესახებ.