თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს 2023 წლის საჭადრაკო ჩემპიონატი (უმაღლესი ლიგა) 10, 14 და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.
დებულების თანახმად, ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები, იმავდროულად მიიღებენ მსოფლიოსა და ევროპის პირველობის საგზურებს, ამიტომ მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია. ყველა ასასაკობრივ კატეგორიაში ჩართულია ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებმაც ეს უფლება, საქართველოს პირველობის შესარჩევ ტურნირებში(I ლიგა) და რეგიონალურ ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებით მოიპოვეს.
გურული ჭადრაკის მოყვარულების გულშემატკივრობა განსაკუთრებულად დიდი იქნება, ჩემპიონატში რეგიონის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკეების მიმართ, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ წარმატების მიღწევის მაღალი პოტენციური შესაძლებლობები გააჩნიათ.
ეს მოჭადრაკეებია:
– ლაზარე ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ ჟორდანია( ორივე 10 წლამდე ჭაბუკებში), სარა ცომაიას(10წლამდე გოგონები), ლილე ფირცხალაიშვილი(14 წლამდე გოგონებში) და თენგიზ თოიძე (14 წლამდე ჭაბუკებში).
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით , 9 ტურად ტარდება. წარმატებული გამოდგა პირველივე ტური, რომელიც მოგებით დაასრულეს ნიკოლოზ ჟორდანიამ , ლილე ფირცხალაიშვილმა და თენგიზ თოიძემ, ხოლო ლაზარე ჩხარტიშვილმა და სარა ცომაიამ ყაიმი ითამაშეს. ჭადრაკის მოყვარულებმა იციან, რომ ლაზარე 8 წლამდე ასაკში ერთი თვის წინ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პირველობის საგზურიც აიღო. თუმცა მან 10 წლამდე ასაკში რეგიონალურ ტურნირში გამარჯვებით, ამ ჩემპიონატში თამაშის უფლებაც მოიპოვა.. მართალია აქ საპრიზო ადგილის აღების შანსი ნაკლებია აქვს , მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ. მასზე უფროსებთან და მაღალ რიტინგიან მოჭადრკეებთან ასპარეზობა დიდად წაადგება.
წინ რვა ტურია, წარმატება ვუსურვოთ ჩვენებს!
ავტორი