29-30 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტში სიმღერის და ცეკვის ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ ჩატარდება. ორგანიზატორი ნუგზარ, პეტრე ჭიაბერაშვილია. ფესტივალში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალზე ოზურგეთიდან პირველად წელს თამუნა ლურსმანაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ზაქარია მირიანაშვილთან ერთად გამოვა – ამის შესახებ „გურია ნიუსს“ თამუნა ლურსმანაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია.
„მეუღლესთან ერთად ვაპირებ ცეკვით გადმოვცეთ ჩვენი სიყვარულის ამბავი. ოზურგეთის კულტურის ცენტრის დირექტორმა კობა ბანძელაძემ და ამავე ცენტრის თანამშრომელმა ავთანდილ სირბილაშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ფესტივალზე გამგზავრებამდე მოგვეფიქრებინა, რას როგორ გავაკეთებდი. საქმეში ჩაერთო ანსამბლი „ზენარი“ და მათი რჩევით ორი ცეკვით წარვდგებით მაყურებლის და ჟიურის წინაშე. ეს ცეკვებია მთიულური და ვალსი. თითქმის ყველა დღე დავდივართ ცეკვაზე, რომ ჩვენი სათქმელი კარგად გადმოვცეთ ცეკვის დროს. ყველაფერი მზად არის, რომ ფესტივალზე წარმატებულად გამოვიდნენ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გვეხმარება,“ – გვითხრა თამუნამ.
თამუნა ლურსმანაშვილი „ივერია – ბრილიანტის“ ფესტივალზე პირველად არ მონაწილეობს. ის და საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი ერთად 2018 წელს გამარჯვებულები გახდნენ.
„პირველ ადგილზე მონიკა გავიდა და მეორე ადგილზე მე. როგორც ვიცი მონიკა წელსაც იღებს მონაწილეობას. ის სამ სიმღერას ამზადებს თავის მეწყვილესთან შალვა ინწკირველთან ერთად. წარმატებებს ვუსურვებ მას,“ – აღნიშნა თამუნა ლურსმანაშვილმა ჩვენთან საუბრის დროს.
ავტორი