საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიდგომები არასერიოზულია.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც რიკოთის გზასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარება მოითხოვა.
პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ იმიტომ აქვთ გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს დაბალი რეიტინგი, რომ ვერ ხვდებიან, როდის და რაზე ისაუბრონ.
„ამის გამოა, რომ ეს პარტიები 2, 3 და 5%-ს ვერასდროს ასცდებიან, გადალახავენ. ვერ ხვდებიან დროს და თემას, რომელზეც უნდა ისაუბრონ, მათ შორის, ტონს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მიდგომები არასერიოზულია. რიკოთის მონაკვეთს და გზის მშენებლობას რაც შეეხება, მათ პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლობა და სადეპუტატო შეკითხვით თუ ინტერპელაციით, შეუძლიათ, ნებისმიერი საკითხი მოიკითხონ და ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მიიღონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.