რამდენიმე დღის წინ ჩოხატაური საზარელმა ამბავმა შეძრა _ გერმანიაში ჩოხატაურელი ზვიად პატარავა გარდაიცვალა.
“საავადმყოფოს თარჯიმანთან მაქვს კონტაქტი. უწესიერესი კაცი იყოო, ასეთი ქართველი აქ არ გვყოლიაო, მითხრეს”, _ ამბობს”გურია ნიუსთან” ზვიადის მეგობარი, გაგა ყაჭეიშვილი.
ზვიად პატარავას საქართველოში 20 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
“ნათელი შენს სულს ჩემო ძმაო. გარდაიცვალა კარგი ქართველი კაცი, კარგი მეგობარი, კეთილშობილებით და სიკეთით სავსე ადამიანი Zviadi Patarava. ჩამოსვენება 20 აგვისტო, თბილისის აეროპორტი, 03:20 სთ.
პანაშვიდები 20, 21 აგვისტო, ჩოხატაური, სოფ: ვანზომლეთი.
დაკრძალვა 22 აგვისტოს.
გამოსვენება სოფ: ზომლეთის ტაძრიდან 16 საათზე”, _ დაწერა სოციალურ ქსელში გაგა ყაჭეიშვილმა.
ზვიად პატარავას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.