“დღეს და ხვალ დღის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, გვაზავა ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღესაც და ხვალაც დაიკლებს და მოსალოდნელია +28, +33 გრადუსი, მაღალ მთიან რაიონებში კი +28, +29 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი, სადაც გუშინ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +34 გრადუსი დაფიქსირდა, დღესაც და ხვალაც +37 გრადუსამდე მოიმატებს. 24 აგვისტოდან კი ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 25-26 აგვისტოსაც მოსალოდნელია წვიმა.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე საფრთხეს წვიმებისგან, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი გვპასუხობს:
_ ფონი არის ძალიან ცუდი. ტემპერატურული ცვლილება უფრო მეტად განაპირობებს საქართველოს ცალკეულ რაიონებში წერტილოვნად ძლიერ წვიმებს, განსაკუთრებით მთიან და მთის მიმდებარე რაიონებში, არსებობს შესაძლებლობა ცოტა ძლიერი ნალექიც მოვიდეს.