“ლანჩხუთს კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს… იცნობდეთ ამ დაუღალავ და გაუტეხელ ბიჭს, რომელის გავლილი გზა დაგარწმუნებთ იმაში, რომ შრომას და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. გოჩა შაინიძე, როგორც გამარჯვებულს კიდევ ბევრჯერ აღგემართოს ოქტაგონზე ქართული დროშა“, _ წერს სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელი გიორგი რუსიძე.
გოჩა შაინიძის წარმატების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და მიღწეულ შედეგს ულოცავს: „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გოჩა შაინიძე GFC23 -ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა!!!
გოჩა შაინიძე, ასევე, საქართველოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში და შავი ზღვის თასის მფლობელი კიკბოქსინგში.
სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი გოჩა შაინიძეს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს“.
ავტორი