“ოქროს მედალოსანი 88 ახალგაზრდა დაჯილდოვდება 300 ლარით, ხოლო 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები – 3000 ლარით. აღმზრდელ სკოლებს გადაეცემათ 1500-1500 ლარი.
მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა სტუდენტს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების სტიმულირების პროექტებს და 7 სექტემბერს, წვერმაღალას პარკში ველოდებით ოქროს მედალოსან და ეროვნული გამოცდების შედეგად 100% გრანტის მფლობელ ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებს, დაჯილდოების ცერემონიაზე”. _ აღნიშნულის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.