ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
23 წლის ავთო სიხარულიძე სიცოცხლეს თანასოფლელმა გამოასალმა.
როგორც “გურია ნიუსთან” ადგილობრივები ამბობენ, დაჭრილი ბიჭი გზად შემთხვევით გამვლელმა ნახა და მანვე გადაიყვანა კლინიკაში. თუმცა, ბიჭი თითქმის დაცლილი იყო სისხლისგან.
“რომ უნახავს, გული ჯერ კიდევ ფეთქავდა, თურმე… დაუჭეხია და არხში ჩაუგდია, მიუტოვებია… გაქცეულია ის არაკაცი”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან ადგილობრივები.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.