ტურნირში მონაწილებდნენ: ქუთაისის, ზუგდიდის, სენაკის მარტვილის, ანაკლიის, ბათუმის, ურეკისა და ჩოხატაურის გუნდები. ჯამში, 100-მდე მებრძოლი.
ჩოხატაურელები წარმოდგენილნი იყვნენ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის სპორტსმენებით.
ჩვენი კლუბის მონაგარი ასეთია:
ბექა ბექაური _ ოქრო;
თემურ კიკვაძე _ ოქრო;
გურამ შავაძე _ ოქრო.
ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე, 7 წლის გიორგი ახალაძე ფინალში დამარცხდა მასზე ერთი წლითა და 2 კილოგრამით უფროს ზუგდიდელ სპორტსმენთან.
მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თანაბარი ტიტულების გამო, გუნდური თასი მიეკუთვნათ ზუგდიდის და ჩოხატაურის კიკბოქსინგელებს. ჩოხატაურელები შინ, ასევე, უფროსი ასაკში გამარჯვებისთვის დაჯილდოებული თასითა და დიპლომებით დაბრუნდნენ.
ჩოხატაურელი სპორტსმენები ტურნირისთვის მოამზადა მწვრთნელმა, სპორტის ოსტატმა გივი გოგუაძემ _ შავი ქამარი ერთი დანი კიოკუშინ კარატეში, შავი ქამარი დოკანდო კარატეში.