საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება – ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ. მეორე მხრივ, გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავშესაფარს უფრო სწრაფად მიიღებენ.
“შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა, ხელი მოეწერა, მიგრაციისა და მობილობის შესახებ. პროექტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობით, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
“ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მაგალითად, და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა, სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა ეს ხდება. ამაზეა საუბარი, თორემ, ადამიანი, რომელიც მუშაობს იქ პატიოსნად და ოფიციალურად გაფორმებულია, პრობლემა არ შეექმნება არანაირი. მკურნალობაზეც კიდევ ხაზს ვუსვამ, თუ რაღაც ისეთია, რომელიც ჩვენთან ვერ კეთდება და იქ კეთდება, არ იქნება არანაირი საუბარი მისი გამოძევების, მაგრამ კიდევ ვიძახი, თუ შეუძლია რომ აქ რაღაც ოპერაცია გაიკეთოს, რომელიც საქართველოშიც კეთდება ჩვეულებრივად და არა მე ახლა მაინც და მაინც მინდა გერმანიაში, ან ამერიკაში, დაარღვია, ვადა გადავიდა, თორემ ვინც მკურნალობს და იქ არის წლები ვთქვათ ისეთი დაავადებით, რომელიც აქ არ იკურნება, იმას არავინ შეეხება”, – ამბობს ვახტან გომელაური.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ.