პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
როგორც ნადოდრზანკის სასაზღვრო დაცვის განყოფილება იუწყება, საქართველოს 10-მა მოქალაქემ შენგენის ზონაში ყოფნის უფლების ხანგრძლივობა დაარღვია.
გარდა ამისა, თავისუფლება აღუკვეთეს საქართველოს კიდევ 2 მოქალაქეს. როგორც ცნობილია, მათ ქვეყნის დატოვების შესახებ გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდათ.
როგორც ცნობილია, დაკავებული ქართველების სამშობლოში დაბრუნების პროცესს მეთვალყურეობას სასაზღვრო დაცვა გაუწევს.