მეეზოვეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომანქანა დაეჯახა, შემთხვევა “ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მოხდა.
ავარიის შედეგად დაშავებული 43 წლის ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.