წაქცეული ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები და საცხოვრებელი სახლის სახურავები _ ასეთი ვითარება შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წუხანდელმა ძლიერმა ქარმა.
„წუხანდელი გრიგალის შედეგად, ძირითადად, სახლების სახურავებს შეექმნა პრობლემა.ასევე, რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, თუმცა, ამ კუთხით პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება სახლების სახურავებს, ამ დროისთვის ზუსტი ზარალის ოდენობა არ არის დადგენილი _ შესაბამისი კომისია გასულია და მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა.
ძლიერმა ქარმა დაბაში წააქცია ორი ხე, ასევე რიგ სოფლებშიც. გორობერეჟოულის ტყე–პარკშიც სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები”, _ გვითხრეს ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში.
ავტორი