https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნინო ჩხობაძე: საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ყველგან

14:30; 13.02.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენები გლობალური კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული,_ აღნიშნული განცხადება გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მან ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ჯერ საქართველოში სათანადო მზაობა არ არის.

“7 თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, რამდენიმე წელი ვერეს ხეობის ტრაგედიიდან, ეს ყველაფერი მსხვერპლით დასრულდა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. გარკვეული ზოგადი ხედვები იყო, წლების განმავლობაში შესაბამისი სამსახურები, სპეციალისტები აფიქსირებდნენ, რომ ასეთი პროცესები გახშირდებოდა. ვიცოდით, რომ ეს მოსალოდნელი იყო. შოვის ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებით დადგა საკითხი – რამდენად მზად არის სახელმწიფო რეაგირებასთან მიმართებით. 7 თვე გავიდა, როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით, მზაობა მაინც არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, რომ პირველადი რეაგირების სისტემები დამონტაჟებული იყოს. შემთხვევის შემდეგ ვიწყებთ დამონტაჟებას, მაგრამ ეს ერთი ნაწილია ლ, რასაც ზოგადად ინსტრუმენტული გაფრთხილება ჰქვია. მუშაობენ, რომ რისკის ზონები გამოიყოს. ზოგადად, მონაცემებით ჩანს, რომ აჭარა-თრიალეთის ქედი მთლიანობაში პრობლემურია, მცირე კავკასიონზეც საკმაოდ სერიოზული პროცესები დაიწყო, აღარაფერს ვამბობ დიდ კავკასიონზე, რადგან იქ დნობის ფაქტორი ძალიან მაღალია, გლაციოლოგიური მეწყერები კიდევ მოსალოდნელია, საკმაოდ სერიოზულად.

როცა შოვის ტრაგედია მოხდა, ჩვენი წინადადებები იყო, რომ, პირველ ყოვლისა, ის ზონები გამოგვეყო, სადაც დასახლებული პუნქტებია და ყველაზე დიდი საფრთხეა. ასევე ის, რომ ტურისტულ- რეკრეაციულ ზონებში შესაბამისი გაფრთხილების სისტემები გაკეთდეს. წინასწარ პროგნოზს ვერავინ ამბობს, რომ მაინც და მაინც ამ წერტილში, ამ სოფელში მოხდება, ამის პროგნოზირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უბრალოდ ვიცით, რომ რისკის ზონაა და შეიძლება, მოხდეს. მეორე ფაქტორია- ვინ რას აკეთებს, რომელ უწყებას რა პასუხისმგებლობები აკისრია საქართველოს კანონმდებლობით. საკმაოდ სერიოზულად ვეძებ და კანონმდებლობაში პასუხისმგებელი უწყება ვერ ვიპოვე. მობილიზებაა საჭირო, ბევრი უწყების ჩართულობაა აუცილებელი. როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში ზოგადი მზაობა არის, მაგრამ სისტემაზეა ლაპარაკი, ეს ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ გვაქვს, კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ, ვინ ვის ატყობინებს, როგორი სისტემით უნდა ვიმუშაოთ. მივიღეთ შეტყობინება? ვიცით, რომ ზოგადად საფრთხეა? ადგილზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მონიტორინგის ჯგუფი უნდა არსებობდეს, რომელსაც შეუძლია, დაინახოს, რომ ნამდვილად რაღაც პროცესი დაიწყო. მოსახლეობაც მობილიზებული უნდა იყოს. დღეს რომ მიადგეთ, რომელიმე სოფელს უთხრათ, ახლა უნდა გაგასახლოთო, თავის საკარმიდამო ადგილს არცერთი დატოვებს. ადეკვატური კომპენსაციები უნდა იყოს. შესაბამისი მიწები უნდა მოვძებნოთ. საფრთხისშემცველი ტერიტორიებიდან ხალხის გამოყვანა უნდა მოვახერხოთ. ერთადერთი პრევენცია, რომელიც არსებობს, რათა მსხვერპლი არ იყოს, არის შემდეგი – ადამიანები მოვაცილოთ იმ ტერიტორიას, სადაც შეიძლება, დიდი საფრთხე შეიქმნას.

ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს გაკეთებული. მოსახლემ არ იცის ღვარცოფს, მეწყერს შორის განსხვავება, ყველა სპეციალისტი ვერ იქნება. ქვეცნობიერში უნდა ჩაჯდეს, რა უნდა გააკეთო ამ დროს.

წყალდიდობის დროს სხვა ქმედებაა საჭირო, ღვარცოფის დროს სხვა.

როცა ვხედავთ, რომ არამდგრადი ფერდობია, არ შეძლება მშენებლობა. სიტყვა “მინდა” ლექსიკონიდან უნდა ამოვშალოთ. არ შეიძლება, ე.ი. არ შეიძლება, რადგან ის უკვე საფრთხისმომტანია.

კიდევ ერთი საკითხია ტყის საფარის დაცვა. ჩვენთან 36 % -მდე დეგრადირებული ტყეა. ფაქტობრივად, ის აღარ ასრულებს ტყის იმ ფუნქციას, რასაც წყალმარეგულირებელი ფუნქცია ჰქვია. ბევრი ასეთი ტერიტორია ზუსტად დასახლებულ პუნქტებთანაა, სადაც შემდეგ შეიძლება, ან მეწყერი, ან ღვარცოფული მოვლენა განვითარდეს. კიდევ ერთი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კალაპოტებში მშენებლობები არ შეიძლება”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ჩხობაძემ აღნიშნა, რომ ზამთრისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა და  ტემპერატურის უცებ დაცემა, შემდეგ აწევა მიწის გამოფიტვას, ეროზიებს იწვევს და დამატებით რისკის კერებს აჩენს.

“ზოგადად, ეს მოვლენები გაგრძელდება. ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე არაორდინარული მეტეოროლოგიური პირობები შეიძლება, შეიქმნას. ერთ დღეს შეიძლება, მოვიდეს ნალექის ისეთი რაოდენობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მოსულიყო. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა ზამთრისთვის. წინა კვირას დასავლეთ საქართველოში +23 გრადუსამდე დაფიქსირდა. ეს ცვალებადობა, ტემპერატურის უცებ დაცემა, მერე აწევა მიწის გამოფიტვას, ეროზიებს იწვევს და დამატებით კერებს აჩენს. ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან. ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს, არა ერთ უწყებაზე უნდა იყოს მიმაგრებული, არამედ ყველა უწყება კოორდინირებულად უნდა იყოს ჩართული”, – განაცხადა ჩხობაძემ.

გარემონინო ჩხობაძე
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

"ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს" - ილია მეორე

"ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი" - მამუკა მდინარაძე

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო