“გურია ნიუსისთვის” ოზურგეთი-თბილისის ლიანდაგიდან გადასვლის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ოზურგეთის რკინიგზის სადგურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, შემთხვევა სოფელ ციხისფერდთან მოხდა.
“შემთხვევა სოფელ ციხისფერდთან მოხდა. რამ გამოიწვია ჯერჯერობით არ ვიცით. თბილისიდან, ბათუმიდან და სამტრედიიდან ადგილზე მოდიან რკინიგზის თანამშრომლები. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის”,_ უთხრეს “გურია ნიუსს” ოზურგეთის რკინიგზის სადგურში.
ამავე თემაზე:
ოზურგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
ავტორი