ჩოხატაურის რაგბის გუნდმა “ღონემ” საჩხერის “ჯრუჭი” დაამარცხა. ჭაბუკთა “ბ” ლიგის თამაში დღეს საჩხერეში გაიმართა.
პირველი ლელო “ჯრუჭს” თამაშის მესამე წუთზე რომა ტყეშელიაძემ დაუდო. მალე მეორე ლელოს დადება მასპინძლებისთვის დიმა დოლიძემ შეძლო. პირველი ტაიმი ჩოხატაურელ ჭაბუკთა სასარგებლოდ, 10-0 დასრულდა.
მესამე ლელოს დადება ჩოხატაურელმა რაგბისტებმა მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე შეძლეს. ლელოს ავტორი მეორე ტაიმის მეექვსე წუთზე ისევ რომა ტყეშელიაძე იყო. ამის შემდეგ მასპინძლებმა სხვაობის მცირედით შემცირება შეძლეს, მაგრამ ჩოხატაურელთა მეოთხე ლელო ანდრია მამალაძემ დადო, რის შედეგადაც ჩოხატაურის “ღონეს” და საჩხერის “ჯრუჭის” შეხვედრა ჩოხატაურელთა სასარგებლოდ, 20:5 დასრულდა.