ატრაქციონებზე 15 წლის ბიჭი ჩამოვარდა და სახის არეში დაზიანებები მიიღო. შემთხვევა რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ძირს ეგდო ბავშვი, მოვასუფთავე ბამბით, გადაჭრილი ჰქონდა მთლიანად სახე”, – აცხადებს თვითმხილველი “ინფო რუსთავთან საუბარში და აცხადებს რომ აღნიშნულ ატრაქციონზე მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული ბავშვი თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო: ინფო რუსთავი