თურქეთის პრეზიდენტი “ევროვიზიის” კონკურსსა და მის მონაწილეებს აკრიტიკებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყოველწლიურ კონკურსს “გენდერული ნეიტრალიზაციის წახალისებასა და ტრადიციული ოჯახისთვის საფრთხის შექმნაში” სდებს ბრალს.
სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თქვა რომ ამ მუსიკალური კონკურსის მონაწილეები ტროას ცხენებივით არიან და ხალხის გარყვნას ცდილობენ.
პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ თურქეთის მიერ 12 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, კონკურსში მონაწილეობა აღარ მიეღო, სწორი არჩევანი გამოდგა.
“ასეთ ღონისძიებებზე ნორმალური ადამიანის პოვნა უკვე შეუძლებელი გახდა. ახლა უკვე ნამდვილად დავრწმუნდით, რომ 12 წლის წინ ამ სამარცხვინო კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო”,- განაცხადა ერდოღანმა.
სავარაუდოდ, ერდოღანის განცხადება კონკურსის შვეიცარიელი გამარჯვებულის, ნემოსადმი იყო მიმართული.
24 წლის მომღერალი ძალიან მალე LGBTQ საზოგადოების ფავორიტი გახდა და საბოლოოდ, კონკურსშიც გაიმარჯვა.