ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო, ალბათ ეს დაემართა გუბაზ სანიკიძეს, მიუღებელია, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან ასეთი ტიპის განცხადება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის სიძულვილის ენა და მუქარაა დამახასიათებელი.
„ოპოზიციისთვის დამახასიათებელია სიძულვილის ენა, მუქარა. ყოველდღიურად ამას ვამბობთ კიდეც, ეს ხალხი რევანშზე არის ორიენტირებული, ესენი აუცილებლად გამოსწოვენ ქართველ ხალხს სისხლს თუ ამის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროა, რომ ამას შეუერთდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდნენ და მათ წესით, არ უნდა ჰქონდეთ ასეთი განწყობები. მათ შორის გუბაზ სანიკიძეს, მაგრამ ალბათ ის ტერარიუმი, რომელშიც ტრიალებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას. ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო, ალბათ ეს დაემართა გუბაზ სანიკიძეს. სხვა შემთხვევაში ჩემთვის გასაკვირია, უდიდესი მწერლის შვილისგან ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან, ასეთი ტიპის განცხადება, ეს ამაზრზენი და მიუღებელია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „არაფერი შეგეშალოთ, „ქოცებო“, ფრთხილად იყავით, ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ, ფიზიკური დანდობა არ იქნება“.
ავტორი