https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სააპელაციო სასამართლო რესტორან „ურმულის“ მფლობელს, მერაბ კუტალაძეს სხდომაზე გამოცხადებისკენ მოუწოდებს

15:46; 21.06.2024
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

20 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საქმის განხილვა გააგრძელა, რომელიც რესტორან „ურმულისა“ და საცხოვრებელი სახლის, მისამართზე: თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხს შეეხება. გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დასახელებული ქონებები გარდაცვლილი არსენ კუტალაძის ძმის – მერაბ კუტალაძისა და ძმისშვილის – გიორგი კუტალაძის სახელზე გადაფორმება თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებად არ იქნა მიჩნეული.

“თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმხილველი პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის მიღწევა, ვინაიდან საქმე პირდაპირ შეეხება სამი არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს. სასამართლომ აღნიშნული შეფასება მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების საკითხის კვლევის დროს გამოთქვა. არსენ კუტალაძის ოჯახის წარმომადგენლის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის, მხარეთა ნათესაური ურთიერთობის აღდგენისა და ნდობის დაბრუნების სურვილიდან გამომდინარე, არსებობს სრული მზაობა რესტორან „ურმულის“ ამჟამინდელ მფლობელ, გარდაცვლილი არსენ კუტალაძის ძმასთან – მერაბ კუტალაძესთან მიღწეული იქნეს შეთანხმებას სარესტორნო ბიზნესის წილის არასრულწლოვნებზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის, სადავო საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების დადგენის შემდეგ, ნახევარზე ნაკლები ოდენობით რესტიტუციის აღდგენის ან სხვა ფორმით ნებისმიერი მორიგების წინადადების განსახილველად.

თბილისის სააპელაცო სასამართლომ დავის მორიგებით დასრულების საკითხზე მერაბ კუტალაძის წარმომადგენლის, თამარ გედევანიშვილის პოზიციაც მოისმინა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა მარწმუნებლის სურვილი გარდაცვლილი ძმის შვილებზე რაიმე ფორმით საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებით. ასევე, წარმომადგენლის განმარტებით, მერაბ კუტალაძე მორიგების საკითხის მიმართ მზადყოფნას არ გამოთქვამს, არგუმენტად კი დასახელებული იქნა არსენ კუტალაძის სისხლის სამართლის საქმის პროცესში, არსენ კუტალაძის მეუღლის, მარინე წამალაიძის აქტიურობის საკითხი. ამასთან, პოზიციის სახით განიმარტა ისიც, რომ ძმისშვილების სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ, მერაბ კუტალაძე თავის მორალურ ვალდებულებას შეასრულებდა. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, თუ მერაბ კუტალაძეს სურდა სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერა, მორიგების აქტში შესაძლებელი იქნებოდა მომავალი ვალდებულებების საკითხი არასრულწლოვანების სრულწლოვანების შემდგომი პერიოდით დაფიქსირებულიყო, რაზეც საკითხს არავითარი განმარტება აღარ მოჰყოლია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველი პალატა გამოვიდა წინადადებით, მომდევნო სხდომაზე რესტორან „ურმულის“ დღევანდელი მფლობელის, მერაბ კუტალაძის დასწრების მიზანშეწონილობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ პროცესუალურად არ არსებობს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების მოთხოვნის სავალდებულო პირობა. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა თხოვნა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, რომ მომდევნო სხდომაზე გამოცხადდეს. უცნობია, რამდენად აღმოჩნდება მზად მართლმსაჯულების ინტერესის საპასუხოდ მერაბ კუტალაძე. იმ პირობებში, როდესაც საქმეზე არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და სასამართლო დაინტერესებულია შეხვდეს მხარეს, უშუალოდ და პირადად მხარისგან მიიღოს განმარტებები, სასამართლოს მოწოდების გაუთვალისწინებლობა, შესაძლებელია, სასამართლოს უპატივცემულობად შეფასდეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა არსენ კუტალაძის ოჯახის შუამდგომლობები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა ცნობილი. კერძოდ, ამ კუთხით არსებით ინტერესს იწვევს დოკუმენტაცია:

ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის იურიდიული საქალაქო სამსახურის წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ რესტორან „ურმულის“ მფლობელი შპს „A.M.D”-ს სახელით არსენ კუტალაძემ 2018 წლის იანვარში სახელმწიფოსგან მოითხოვა ერთ-ერთი უძრავი ნივთის აუქციონზე გატანა. მაშინ აუქციონი არ შედგა. იგივე ქონება, 2023 წლის ნოემბრის თვეში, სახელმწიფომ კვლავ აუქციონზე გამოიტანა. ვინაიდან არსენ კუტალაძე ფიქსირდებოდა ინტერესის გამომხატველად, სააგენტოს მხრიდან მოხდა ბაზაში არსებულ ნომერზე დაკავშირება, რა დროსაც, არსენ კუტალაძის მეუღლემ შეიტყო, რომ 2018 წელს არსებობდა შპს „A.M.D”-ს სახელით არსენ კუტალაძის ჩართულობა. მთლიანობაში, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს იმ უტყუარ გარემოებას, რომ 2016 წლის ივნისის სადავო გარიგების შემდეგ, 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობითაც, არსენ კუტალაძე იყო კომპანია „A.M.D”-ს ერთპიროვნული მმართველი და მფლობელი და სადავო გარიგების წარმოშობა 2016 წლის ივნისში ატარებდა ფორმალურ და მოჩვენებით ხასიათს.

 მერაბ კუტალაძესთან დასაქმებული პირის ედიშერ გაბუნიას 2024 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოწმის სახით გამოკითხვის აუდიო ოქმი. აღნიშნულმა პირმა სასამართლოში ჩვენების დროს დაადასტურა, რომ 2016 წლის 20 ივნისს, არსენ კუტალაძესა და თავის მეუღლეს შორის მომხდარი ფიზიკური კონფლიქტის შედეგად, დღის წესრიგში დადგა მეუღლეებს შორის განქორწინება, რასაც მოჰყვა სადავო გარიგებების წარმოშობა. ედიშერ გაბუნიას აღნიშნული გარემოება დაფიქსირებული გააჩნდა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 9 აგვისტოს მიცემული წერილობითი ახსნა-განმარტებით, სასამართლოში იმავე ეპიზოდის დადასტურება კი საქმისთვის შეუდავებელ გარემოებას ქმნის.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხმილველი პალატის განმარტებით, შუამდგომლობების გაზიარების საკითხზე სასამართლოს პოზიცია მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი. ამასთან, სასამართლო, აგრეთვე იმსჯელებს სხვა ნივთიერი მტკიცებულებების საქმეზე დართვის საკითხზეც.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმე ეხება სარესტორნო, მოძრავი ტექნიკისა და დისტრიბუციის სფეროში ცნობილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის გარდაცვალების შემდეგ გაცხადებულ ფაქტებს, რა დროსაც მეუღლე მარინე წამალაიძემ აღმოაჩინა, რომ შპს ,,A M D“-ის 100% წილი არსენ კუტალაძის მიერ უსასყიდლოდ იქნა დათმობილი ძმის – მერაბ კუტალაძის მიმართ, ხოლო მშენებარე სახლი – ჩუქების ხელშეკრულებით არასრულწლოვანი ძმისშვილის – გიორგი კუტალაძის მიმართ. ამდენად, ოჯახმა გამოკვეთილი ფაქტების ფონზე, დავა დაიწყო წილის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2011 წლის 13 აპრილის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით, შპს „A M D“-ს  100%-იანი წილის მფლობელად რეგისტრირებული იყო მხოლოდ არსენ კუტალაძე. აღნიშნული მონაცემი, სადავო გარიგებით, შეიცვალა მხოლოდ 2016 წლის 29 ივნისს. ამასთან, 2016 წლის 24 ივნისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მხოლოდ არსენ კუტალაძე. აღნიშნული მონაცემი, სადავო გარიგებით, შეიცვალა მხოლოდ 2016 წლის 29 ივნისს.

 დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს, 21:31 საათზე, მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი. მარინე წამალაიძემ ოჯახური ძალადობის ფაქტი დააფიქსირა პოლიციასთან. შეტყობინების ოფიციალურ ამონაწერში ვკითხულობთ, რომ მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. არსენ კუტალაძის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2016 წლის 30 ივნისს, მარინე წამალაიძემ განცხადებით მიმართა პოლიციას და არსენ კუტალაძის მიმართ მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი ბრალდების თავიდან არიდების მიზნით, მოითხოვა სამართლებრივი რეაგირება აღარ მისცემოდა 20/06/2019 განცხადებას. ერთმნიშვნელოვნად, 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდი, უკიდურესად მძიმე და რთული იყო მეუღლეების ცხოვრებაში. საკითხი დაისვა მეუღლეებს შორის განქორწინების შესახებ. მერაბ კუტალაძემ, რომელსაც გარდაცვლილ ძმაზე მნიშვნელოვანი დარწმუნების მოხდენის საშუალება ჰქონდა, არსენ კუტალაძე განაწყო, რომ განქორწინების შემთხვევაში, მარინე წამალაიძე მიმართავდა სასამართლოს და მოითხოვდა წილს სახლიდან და ბიზნესიდან. სწორედ ამ მოლოდინის გათვალისწინებით, არსენ კუტალაძე შპს-ს წილსა და მასზედ არსებულ ბიზნესს აფორმებს მერაბ კუტალაძის მიმართ, ხოლო სახლს – ჩუქების ხელშეკრულებით ძმისშვილის – გიორგი კუტალაძის მიმართ. განქორწინების ფაქტის ნამდვილობას საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.

2016 წლის 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ხდება სადავო გარიგებების წარმოქმნა, გადამალვა ან მოტყუებით დაუფლება, იმ ობიექტური განსჯის საფუძველზე, თუ რა მიზანი ამოძრავებდა არსენ კუტალაძეს და რა მიზანი ამოძრავებდა, მათ შორის დღემდე მერაბ კუტალაძეს, სადავო პერიოდში ჩუქების ხელშეკრულების არასრულწლოვანი მხარის, ასევე კანონიერ წარმომადგენელს.

სადავო გარიგებები და სადავო ქონებები მერაბ კუტალაძის სახელზე აღირიცხა ყოველგვარი სასყიდილიანი პირობის გარეშე, რაც ასევე მიუთითებს გარიგების მიზანზე. დგინდება, რომ ამ ნდობისა და განსაკუთრებული ურთიერთობის გამოძახილს წარმოადგენდა არსენ კუტალაძის ოჯახის თანხმობაც მერაბ კუტალაძის ოჯახი დროებით საცხოვრებლად გადასულიყო სადავო სახლში. მერაბ კუტალაძე ოჯახთან ერთად სადავო ფართში მას შემდეგ გადავიდა, რაც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მისი ძირითადი საცხოვრებელი კორპუსი თემქაზე. არსენ კუტალაძის ოჯახი შემოსავალს იღებდა სარესტორნო ბიზნესიდან მუდმივად, რომელიც შპს „A M D“-ს ეკუთვნოდა. შესაბამისად, სადავო გარიგების წარმოქმნის დროსაც და ახლაც, მერაბ კუტალაძე ფლობდა და ფლობს ინფორმაციას, რომ სადავო ქონებები წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და გარიგებები მოსაჩვენებლად დაიდო.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლისთვის სადავო რესტორნისა და საცხოვრებელი სახლის გასხვისების თაობაზე ცნობილი არსენ კუტალაძის დაღუპვის შემდეგ, 2019 წლის 9 იანვრის შემდეგ, სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო მოქმედებების შედეგად გახდა. დავაში მონაწილე მოპასუხე მხარე – მერაბ კუტალაძე აცხადებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული იყო, სადავო აქტების გასაჩივრება სადავო გარიგებების წარმოქმნის თარიღიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მტკიცება უარყო და ცალსახად დაადასტურა, რომ მარინე წამალაიძემ გასხვისებული ქონებების შესახებ სწორედაც 2019 წლის 9 იანვრის შემდეგ შეიტყო. შესაბამისად, სარჩელი არ მიიჩნია ხანდაზმულად. ასევე, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც უფლებამონაცვლეობის დადგენის უარყოფასა და საქმისწარმოების შეწყვეტას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად ასეთი მიდგომებისა, თბილისის საქალაქო სასამართლო ვერ აღმოჩნდა გავლენებისგან თავისუფალი და გარიგებების ბათილად ცნობა მხოლოდ ერთადერთი მოტივაციით არ მოახდინა – დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც სადავო სახლის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ, როგორც მშენებლები, როგორც არქიტექტორები და ამბობდნენ, რომ დამკვეთს მხოლოდ მერაბ კუტალაძე წარმოადგენდა. რაც შეეხება სარესტორნო წილის უსასყიდლოდ გადასვლის გარემოებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ არსენ კუტალაძეს თავისუფალი ნება ჰქონდა გამოვლენილი. მართალია, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა კონფლიქტი და განქორწინების წინაპირობა, მაგრამ სამართლებრივი შეფასება შეგნებულად არ მიუცია მისი თანმდევი შედეგისთვის.

ცნობისთვის: 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო და დღემდე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იყო მძიმე ტექნიკის გაქირავებით ცნობილი კომპანია. იმავდროულად, არსენ კუტალაძე წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ % კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. მას დარჩა სამი შვილი და იმ პირობებშიც, როდესაც არასრულწლოვანებს სჭირდებოდათ სათანადო სოციალური გარემო, დამაჯერებლობას მოკლებულია უსასყიდლოდ სარესტორნო წილის დათმობა და საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თუნდაც ოჯახის ახლო წევრის მიმართ. დღეს არასრულწლოვანები სოციალურ შემწერობას იღებენ და მერაბ კუტალაძესთან ერთად, პაპა-ბებიამაც უარი თქვა სარჩელოს ვალდებულების შესრულებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა განიხილა. გასაჩივრებული 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის დარბაზში გამოუცხადებლობის ფონზე, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მოხმობით გამოაცხადა. სასამართლოს ასეთი წინსწრები ზომების მიღება თავად მეტყველებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობის ხარისხზე. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გელა ქირიას გადაეცა, რომელმაც აპლენატს საქმის დასრულებამდე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი გადაუვადა. 2024 წლის დასაწყისში, ყველასთვის მოულოდნელად, მოსამართლე გელა ქირია საქმეს ჩამოშორდა, მიზეზად კი საქმეთა განხილვის კატეგორიის შეცვლა დასახელდა. ამჟამად, საქმეს მოსამართლეები: გია ბერაია (თავმჯდომარე), მერაბ ლომიძე და გოჩა ჯეირანაშვილი განიხილავენ.

საქმეზე მომდევნო სხდომა 2024 წლის 26 სექტემბერს გაიმართება,”_ ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ახალგაზრდა ადვოკატები"
გაზიარება13Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:56; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

11:20; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

თბილისში ნაქირავებ ბინაში ორი უცხოელი გარდაცვლილი იპოვეს

09:51; 22 სექტემბერი, 2026

სუპერკომპიუტერმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შედეგი დაასახელა

ოზურგეთელ მიხეილ ჯახუას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო