მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, 4 და 5 ივლისს სიცხის ტალღა გავლენას მოახდენს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მისი კულმინაცია ხვალ დასავლეთში, ზეგ კი აღმოსავლეთში იქნება.
“მოსალოდნელია მზიანი დღეები და მაღალი ტემპერატურა.
მომდევნო 2 დღის განმავლობაში – სანაპირო კურორტებზე +36 გრადუსამდე დაცხება, დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში კი +38 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.
აქვე გეტყვით, რომ მსგავსი მეტეოროლოგიური სიტუაციის შექმნა ზაფხულში ბუნებრივი პროცესია და განსაკუთრებული არაფერი არ ხდება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების უფრო მარტივად გადატანაში დაგეხმარებათ”,_ ამბობს ფარტენაძე.