CNN- ის ინფორმაციით, იაპონიამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა ტოკიოს მახლობლად ტაიფუნ ამპილის გაძლიერების გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნი ამპილი ბოლო 2 დღის განმავლობაში საგრძნობლად გაძლიერდა და ამ დროისთვის მისი სიჩქარე 212 კილომეტრი საათშია და მომდევნო 12 საათის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან.
პარასკევ დილიდა უამინდობის შედეგად მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, შეწყვეტილია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, შტორმი შაბათ დილისთვის შესუსტდება.