“ამ დროისთვის, მაიმუნის ყვავილის გავრცელებაზე კონტროლის დასამყარებლად საჭირო არ არის სასაზღვრო კონტროლოს დაწესება”,_ ამის შესახებ გადაწყვეტილება Euronews-ის ინფორმაციით, ევროკომისიის ჯანმრთელობის უსაფრთხოების კომიტეტმა დაავადების კონტროლის ევროპულ ცენტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ევროკომისიის სპიკერმა განუცხადა Euronews-ს, რომ ჯანდაცვის უსაფრთხოების კომიტეტი (HSC) დათანხმდა, რომ ამ დროისთვის არ არის საჭირო 2022 წლიდან Mpox ვაქცინაციის შესახებ მოსაზრებების განახლება, და არც შექმნილი ვიტარება უნდა განიხილებოდეს როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარობა ევროპაში.