ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, “აპრილის” პრემიერა გაიმართა.
პრემიერაზე იმყოფებოდნენ მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე. ისინი კინოსურათში მთავარ როლებს ასრულებენ.
ინფორმაციისთვის, ფილმი სახელწოდებით „აპრილი“ კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია.
ცნობისთვის, დეა კულუმბეგაშვილი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილე რიგით მეოთხე ქართველი რეჟისორია. აქამდე ეს პატივი მხოლოდ მიხეილ ჭიაურელს, ლანა ღოღობერიძესა და ოთარ იოსელიანს ერგოთ.
დეა კულუმბეგაშვილთან ერთად ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემიისთვის, ოქროს ლომისთვის მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორები იბრძოლებენ.