2024 წლის იმერეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. ჩემპიონის ტიტული სამტრედიის ,, სამტრედია ” U 13 – მა მოიპოვა. ფინალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც სამტრედის ,,სამტრედიამ” ხაშურის ,,ივერიას ” ანგარიშით 2 – 0 მოუგო.
სამტრედიელთა მხრიდან გოლები ნიკა კაცაძემ და ავთანდილ ტაბიძემ გაიტანეს . (მთავარი მწვრთნელი ოთარ ზაქარეიშვილი, მწვრთნელები : ლერი მეგენეიშვილი , შოთა ჩომახიძე , მიხეილ ბანძავა, მეკარეების მწვრთნელი ილია გიორგაძე) .
ცენტრალური მცველის, ლუკა ბასკანჩალაძის დედა, მედეა ხარებავა, რომელიც საშინელი ამინდის მიუხედავად მაყურებელთა შორის იყო, ,, გურია ნიუსთან ” კომენტარში ამბობს, რომ სტადიონზე დასველებას არ ნანობს:,, ეს იყო საოცარი ემოცია, ბედნიერებით და სიხარულით სავსე დღე. იმერეთის ღია ჩემპიონატი მესამე თვეა, მიმდინარეობდა და ამ ნანატრ გამარჯვებას სამტრედიელმა ბიჭებმა ბევრი მოგებული თამაში მიუძღვნეს. ვულოცავ ფეხბურთელეს, გუნდის მწვრთნელებს და სრულიად სამტრედიას.”
ავტორი