პარლამენტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება:
“ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს საშინელება ასხამს წყალს…
იმედი მაქვს, გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა”, _ წერს ნინი წილოსანი.