აშშ-ში, ქართველი ოჯახი 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მოზარდის დედა ავრცელებს.
“მეგობრებო! ეს ჩემი შვილი ქეთი მაყაშვილია 16 წლის. ქეთი დღეს დილით 10:20 წუთზე სახლიდან გავიდა სპორტ დარბაზში. ამ დროიდან ტელეფონი გათიშული აქვს, სპორტ დარბაზში არ მისულა, არცერთმა მეგობარმა არაფერი იცის. გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგხვდეთ, ან რამეს მოკრათ ყური, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩართულია პოლიცია, ფოტოები გამოკრულია ყველგან. გააზიარეთ პოსტი, ყველას გთხოვთ.” – აღნიშნულია მიმართვაში.
როგორც კომენატარებიდან ირკვევა, მოზარდი ამერიკაში კერძოდ კი ბრუკლინში დაიკარგა.