„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პროცესზე მოსამართლეს წყალი შეასხა. ამჟამად სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
„თქვენ ხართ თანამონაწილე, ვერ შევიკავებ თავს, ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ არ იცის. ფაქტია, ხართ დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა, რატომ დააზიანა მანქანებში ჩამონტაჟებული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები“, – თქვა მელიამ.
წყარო: პუბლიკა






























































