ხანძარი იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო იუწყება, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს, ღამით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბანზე, ციხისძირის მთის ტერიტორიაზე, ხეზე მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა ხანძარი. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციას მწყემსებმა მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, როგორც ერთ-ერთი ხანძარსაშიში ტერიტორია, აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით, რაც შესაძლებლობას იძლევა ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალური სამსახურების ჩართულობამდე, რეინჯერებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ ხანძრის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით”,_ აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.































































