ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე და საკრებულოს წევრი, გიორგი მეშვილდიშვილი, ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ვულოცავთ გიორგის ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, რომ გიორგი მეშვილდიშვილი აღნიშნულ ჩემპიონატზე აზერბაიჯანის სახელით გამოვიდა.
“ონის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი მეშვილდიშვილმა, აზერბაიჯანის სახელით იჭიდავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა“ – წერს ონლაინ მედია „ინფო იმერეთი“.





































































