მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
“საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +28, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს”,_ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.



































































