ტოქსიკოლოგმა, თემურ კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე სოკოთი მოწამვლის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებობს განსაკუთრებით სახიფათო ჯიშები, რომელიც ძალიან ჰგავს საკვებად ვარგის სოკოებს, ამიტომ მათი გარჩევა ძალიან რთულია.
„განსაკუთრებით სახიფათო ჯიშებია, წერეწო, ქამა სოკო, მანჭკვალა, რადგან მათ გვერდით იზრდება მათი ცრუ, შხამიანი ანალოგებიც. არის სოკოს სპეციალური ჯიშები, რომლის დროსაც საკმარისია ალკოჰოლის მცირე დოზა მიიღოს ადამინმა რომ ვითარდება მოწამვლა, კრუნჩხვის განვითარება და კომაში ჩავარდნა“, – განაცხადა თემურ კობაძემ.
ტოქსიკოლოგის თქმით, სოკოთი მოწამვლის ორი ტიპი არსებობს, რომელთაც განსხვავებული ჩივილები ახასიათებთ, თუმცა სიცოცხლისთვის ერთთნაირად სახიფათოა.
„სოკოთი მოწამვლა ორი ტიპით მიმდინარეობს, თუმცა საქართველოში, კერძოდ კი იმერეთის რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევებიდან უმეტესობა გახლავთ ნეიროტოკსიური, გამოწვეულია „წერეწოთი“. სწორედ ასეთი ტიპის შემთხვევებია გამოვლენილი საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში. ნეიროტოქსიური ტიპის მოწამვლა იწყება კიდურების დაბჟებით, ცივი ოფლით, გულისცემის მოშლით – ბრადიკარდიით ან შენელებით, ნელნელა მხედველობა იბინდება, ძილიანობა ვითარდება, ძლიერი სისუსტე და ბოლოს ვარდებიან უგონო მდგომარეობაში.
მეორე ტიპია გასტროენტეროტოქსიური, იგი მიმდინარეობს მოვლითი ტკივილებით მუცელში, გულისრევა- პირღებინებით, ფაღარათით, ძლიერი სისუსტთ, წყალმარილოვანი ცვლის მოშლით, კოლაფსით, შოკით და შეიძლება ისევ გადავიდეს კომაში“, – ამბობს კობაიძე და დასძენს, რომ საბედნიეროდ, საქართველოში წელს ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„საბედნიეროდ, ჯერჯერობით კარგად მიდის ყველაფერი და ლეტალური შემთხვევა არ გვქონია საქართველოში. ეს მეტყველებს ორ რამეზე – მოსახლეობა დროულად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს და მეორე – ჯანდაცვის ქსელის კარგ მუშაობაზე“, – ამბობს ტოქსიკოლოგი.



































































