როგორც უკვე ვწერდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული ქალი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მას მალე ბინაზე გავწერთ”,_ განუცხადეს “გურია ნიუსს” კლინიკა მედალფაში.































































