ლანჩხუთის ახლადარჩეულ საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა ვერიკო კვირკველიას ერგო.
ის ამ პოსტს მესამე ვადით არჩეულმა თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ წარუდგინა საკრებულოს წევრებს. ჰოდა, კვირკველიასგან თანხმობის მიღების შემდეგ ჯერი ფარულ კენჭისყრაზე მიდგა. კვირკველიას მხარდაჭერა 27 დეპუტატმა გამოუცხადა.
ცნობისთვის, ვერიკო კვირკველია მესამე მოწვევის საკრებულოს წევრია. პირველად იგი იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა, წინა მოწვევის საკრებულოში კი ერთ-ერთი მოადგილის პოსტს იკავებდა. ცნობისთვის, კულუარებში სწორედ კვირკველია სახელდებოდა, თავმჯდომარის პოსტზე, ტაბიძის უშუალო კონკურენტად.

































































