5-6 ნოემბერს, ქალაქ ერევანში, ცენტრალური დინამოს კომპლექსმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს კიკბოქსინგში მოსწავლეებს შორის, სადაც მიწვეული იყო საქრთველოს კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაცია ლაშა ჭურაძის ხელმძღვანელობით. მათ შორის ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის ხუთმა კიკბოქსიორმა.
ბრძოლები იმართებოდა ორგანიზაციის საჩემპიონო ქამრებზე.
ჩვენი შედეგი ასეთია: ლუკა ქაქიშვილი, საბა თევზაძე და თეიმურაზ კიკვაძე საჩემპიონო ქამრებს დაეუფლნენ, ხოლო გურამიკო შავაძე და ალექსანდრე ლომთათიძე მეორე ადგილებს დასჯერდნენ.
მწვრთნელი გივი გოგუაძე _ შავი ქამარი, პირველი დანი.



































































