საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლა. დინამო არენაზე ჩატარებული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:4 დასრულდა.
წლის და საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრები სოფიაში 16 ნოემბერს გაემგზავრება. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს მტკ ბუდაპეშტის 27 წლის მცველი მცველი, ილია ბერიაშივილი შეუერთდება.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შედეგი აჩვენებს, რომ ახალი დაცვითი სისტემის მშენებლობა რთული და შრომატევადი საქმეა. არ ვიყავით საკმარისად ხისტები დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. თუმცა, ოქტომბერთან შედარებით იმედისცმომცემი მომენტებიც დავინახე, განსაკუთრებით ბურთით მოძრაობის და შეტევების წამოწყების დროს. ვნახოთ, როგორ აღიდგენენ ძალებს ფეხბურთელები, თუმცა გარკვეული ცვლილებები ბულგარეთთან მატჩში აუცილებლად იქნება. სოფიაში ნაკრებს ილია ბერიაშვილი შემოუერთდება”.

































































