ირანში, ბოლო აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 26 წლის ახალგაზრდამ, რომელიც დემონსტრაციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, საპატიმრო დაწესებულება 12 600 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
ერფან სოლთანი ირანის ხელისუფლების მიერ 10 იანვრიდან იყო დაკავებული. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, ირანის რეჟიმი სოლთანის მიმართ სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანას განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელის უმკაცრესი ზომის აღსრულებაზე უარის თქმას წინ საერთაშორისო ზეწოლა, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან გამოხატული პოზიცია უძღოდა.































































