უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ.
“შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს ღია საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე წარიმართოს.
უკრაინა ყოველთვის სცემდა და სცემს პატივს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ხალხს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას”,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
Met with Prime Minister of Georgia @PM_Kobakhidze. There are indeed unresolved issues between our states. It is important to have dialogue at all levels.
Ukraine has always respected and continues to respect Georgia, its sovereignty, and its people.
We will continue our… pic.twitter.com/DGlGDX7lTn
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 4, 2026




































































