ავტოსადგურში, სხვადასხვა სარეისო ტრანსპორტის მძღოლები ამბობდნენ, რომ დიდხანს ვერ “გაქაჩავდნენ” არსებულ მდგომარეობაში ყოფნას, თუ მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდებოდა:
_ რა ვქნათ? ჩვენ სულ არ გვინდა მგზავრობის ღირებულების გაზრდა. ნეტავ, ათ ლარად ჩავიყვანდეთ მგზავრს თბილისამდე. ვის უხარია ან საკუთარი გასაჭირი ან მგზავრის? მაგრამ სხვა გზა არავინ დაგვიტოვა. საწვავი ისე გაძვირდა, ვერ “წაეკარები“, _ ამბობენ მძღოლები “გურია ნიუსთან”. – სტატია „გურია ნიუსის“ ვებ-გვერდზე 23 აპრილს გამოქვეყნდა.
გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას „გურია ნიუსის“ ფეისბუქგვერდიდან:
– Avto Tolordava – გააძვირებენ და ივლიან ცარიელები ….მაგაზე არ იდარდოს ეხლა ხალხმა….ისე საერთოდ უნდა აიკრძალოს ეს მარშუტკები საქალაქთაშორისო გადაადგილების საშუალებად……დანიშნეთ ავტობუსები და ივლის ხალხი უსაფრთხოთ ! ღაღული მაისაია – კამეჩი და ცხენი მანქანის ფასი ღირს ეხლა.
Romantikosi Romantikosi – ცხენს ვიყიდი და მაგით ვივლი.
































































