გარდაბანში, ავარიისას დაშავებული, 24 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს, გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სისველაშვილმა განუცხადა, რომ ახალგაზრდას ოპერაციის შემდეგ გული გაუჩერდა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, რუსთავი-გარდაბანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე 17, 18,19 და 24 წლის ახალგაზრდები დაიღუპნენ.

































































